ახალი ამბები

ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მობილიზებას აძლიერებს

ტყის და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მობილიზებას აძლიერებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მოსავლის აღების პროცესში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანძრის გაჩენის საფრთხე“, – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.