კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსს ემსხვერპლა 87 წლის ქალი, რომელიც მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა და ის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან იყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში ვირუსით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ეს რიცხვი 15 267- მდე გაიზარდა. ჯამში ვირუსისგან 14 569 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 140 პაციენტი გარდაიცვალა.