ახალი ამბები

ფერმერებმა ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

ფერმერებმა ლაგოდეხი- ყვარლის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

ისინი, ვისაც საზამთროსა და ნესვის ბაღები აქვთ, საკუთარი მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტავენ რომ, ასეულობით ტონა საზამთროსა და ნესვის მოსავალი მოიყვანეს და რეალიზებას ვერ ახდენენ.

“სხვა ქვეყნებიდან შემოდის ხილი, რომელიც ადგილობრივზე გაცილებით იაფია, ამიტომ წლევანდელი მოსავალი ფაქტობრივად არ გაგვიყიდია. მთავრობამ ადგილობრივ წარმოებას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს და რეალიზაციაში დაგვეხმაროს”, – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

დღევანდელი მდგომარეობით, ადგილობრივი წარმოების საზამთროს საბითუმო ფასი 30, ხოლო ნესვის 50 თეთრია.