ახალი ამბები

პოლონეთში დაკარგული თელაველი ახალგაზრდის თანამშრომელი დააკავეს

პოლონეთში დაკარგული დიტო ხელხელაურის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვარშავის პოლიციამ ახალგაზრდას თანამშრომელი დააკავა.

ხელხელაურის მამიდის, მარიკა გერგიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდას მასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

“პოლიციას თანამშრომელი დაუკავებია, რომელთანაც დიტოს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ოღონდ ის ბიჭი გაუშვეს, თუ ისევ დაჭერილია, არ ვიცით. სახლში მივარდნია ერთხელ და კარზე უბრახუნებია. პოლიციას დიტოს პლანშეტი და ნივთები წაღებული აქვს. ასევე წაუღიათ ბალიში, დნმ- ის ანალიზისათვის. ვთხოვთ, საქართველოს მთავრობას, რომ გვიშუამდგომლოს პოლონეთთან, რათა დრონების გამოყენებითა და ტექნიკის დახმარებით გაგრძელდეს ძებნა-“ განაცხადა გერგიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მკვიდრს, 24 წლის დიტო ხელხელაურს ვარშავის პოლიცია და ახლობლები უკვე ერთი კვირაა ეძებენ. ახალგაზრდა კაცი, ოთხი წელია პოლონეთში, სამუშაოდ იმყოფება.