სოფელ ხორხელში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო- ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
სამინისტროშო განმარტავენ, რომ სოფელ ხორხელში გამავალი სისტემა, სადაც ამ დროისთვის 630 მმ-იანი ქსელი იცვლება, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემიდან იკვებება.
,,წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს, შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად 130 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი”,- განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.