ახალი ამბები

კახეთში, უჯარმის ციხის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, კახეთში ტურისტულად აქტიურ ტერიტორიაზე, კერძოდ კი უჯარმის ციხის მიმდებარედ, დასუფთავების აქცია გაიმართა.

“აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და მოხალისეებმა მიიღეს. სამოქალაქო აქტივისტებმა, კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ტყეში გადაადგილებისას აუცილებელია გაუფრთხილდნენ გარემოს, არ დააბინძურონ იგი ნარჩენებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიცვან უსაფრთხოების წესები.

სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს”,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის ეროვნულ სააგენტოში.