თელავში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა
თელავში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზნებია დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა, სამუშაოს მაძიებლებისთვის დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარება, დამსაქმებლისა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ცენტრი პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები“ საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა.
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიგა ორკოდაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მისივე თქმით, ცენტრის მომსახურებით სარგლებლობა 16 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეუძლია. საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველთა და სამუშაოს მაძიებლებისთვის ტრენინგები ივნისიდან ჩატარდება.