სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის სამუშაოები დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, 30 აპრილს, მოსული სტიქიის შედეგად, სოფლებში: კაჭრეთში, ნანიანსა და ზემო კაჭრეთში, 201 საცხოვრებელი სახლის, მათ შორის 4 მრავალბინიანი კორპუსის, სახურავი დაზიანდა.
მისივე თქმით, სტიქიით დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 2,5 მლნ ლარი გამოიყო.