ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია დაიწყო

თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

მათი თქმით, ტურიზმის სფეროს ამუშავებისთვის და ტურიზმის განვითარებისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას როგორც ტურისტებისთვის, ასევე აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ხათუნა ჭონიაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში უკვე მესამე თვეა აქტიურად მიმდინარეიბს ვაქცინაციის პროცესი. მისივე განმარტებით, მეორე დღეა დაიწყო ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია და ეს პროცესი საჭიროების მიხედვით გაგრძელდება.