გურჯაანში მცხოვრები 10 წლის დათა ყალაბეგაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოჭადრაკე, 10 წლის დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ჭადრაკში საქართველოს პირველობა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელშიც დათამ ცხრა შესაძლებლიდან 8.5 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა.
ტურნირში 80 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას და შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.