პოლონეთში თელავიდან ემიგრაციაში წასულ 24 წლის ბიჭს ეძებენ
პოლონეთში, ქალაქ ვარშვაში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან ემიგრაციაში წასულ 24 წლის დიტო ხალხელაურს მეოთხე დღეა ეძებენ.
ახალგაზრდას ოჯახის წევრების თქმით, ის შაბათს გაუჩინარდა. მათი თქმით, ახალგაზრდას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და მასზე არავინ არაფერი იცის.
“პოლიციაში ვიყავით, მივაწოდეთ ინფორმაცია სამართალდამცავებს. დღეიდან საკონსულო დაიწყებს ძებნას, ვცდილობთ ყველას და ყველგან მივაწვდინოთ ხმა, იქნებ ვინმემ რამე იცოდეს” აცხადებენ ახალგაზრდას ოჯახის წევრები.
ახალგაზრდას ოჯახის წევრები ვარშავაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დიტოს შესახებ მცირედი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაშიც შესაბამის სამსახურებს მიაწოდონ ინფორმაცია.