ძლიერი წვიმა და სეტყვა თელავში- ვიდეო
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, რომელიც თელავში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, პრობლემები შექმნა.
უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა და წყალი ცენტრალურ გზებზე გადმოვიდა, რის გამოც გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. სეტყვამ კი ხეხილი და ერთწლიანი ნარგავები დააზიანა.
კონკრეტულად რა ზიანი მიაყენა სტიქიამ თელავს knews.ge აზუსტებს ინფორმაციას და უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.