,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა გურჯაანში საპროტესტო მსვლელობა გამართეს
პარტია ,,ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერები საწვავზე აქციზის დაწევას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ გურჯაანში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
პარტიის ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, აქციზის კლება ქვეყანაში ფასების მატების გამო აუცილებელია.
“საწვავის ფასი გაიზარდა და აისახა ყველაფერზე, მათ შორის, პროდუქტის ფასზე. არსებობს მარტივი ინსტრუმენტი, აქციზი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაზარდა და ჯიუტად უარს ამბობს გაუქმებაზე. დღეს ერთი პატარა ნაბიჯი გვექნება ამ მიმართულებით. თუ შევასმინეთ ეს ყველა ოჯახის შემოსავალზე აისახება. მომავალში, ჩვენ გვექნება გადასახადების დრამატულად დაწევა, რათა მოსახლეობას მთავრობამ მაღალი გადასახადები ვეღარ წაართვას”- განაცხადა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებენ.