გურჯაანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, , “ფორდ ტრანზიტის “ მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა გადაუბრუნდა. შემთხვევის შედეგად, მძღოლმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის “ კლინიკაში მოათავსა. ექიმების განმარტებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.