სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია იწყება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია იწყება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებზე ტენდერი 4 ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 16 ივლისს დასრულდება.
,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 370 385 ლარია. მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელ სახლს, ველისციხის თეატრს, მოედანს და პარკს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.