ახალი ამბები

სოფელი ველისციხე ებრაელთა პირველი კულტურული მარშრუტის წერტილი გახდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხე ებრაელთა პირველი კულტურული მარშრუტის წერტილი გახდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ველისციხეში ებრაული სასაფლაოა აღმოჩენილი. საფლავის ქვებზე შემორჩენილია ებრაული წარწერები, რომელებიც მე-18 მე-20 საუკუნეებით თარიღდება.

უწყების ინფორმაციით, ამ აღმოჩენით სოფელი ველისციხე კახეთის რეგიონის ებრაელთა პირველი კულტურული მარშრუტის წერტილი გახდება. ყოფილი ებრაული სასაფლაოს ტერიტორია ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა რან გიდორმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულეს.  დაიდგა ბანერი, რომელიც მნახველებს ადგილის მნიშვნელობაზე მიანიშნებს.