თელავს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ელჩი ესტუმრა
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა.
ელჩს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა დავით ბეგიაშვილმა და ფიქრია ყუშიტაშვილმა უმასპინძლეს.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა პანდემიის პირობებში ეკონომიკის განვითარების გზებზე, თელავის ტურისტულ პოტენციალზე, დამეგობრებული ქალაქების თელავისა და ბიბერახის მჭიდრო მეგობრულ კავშირებსა და სამომავლო ურთოერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.