საგარეჯოში ვენახების და სავარგულების კალიების საწინააღმდეგო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სავარგულებისა და ვენახების კალიების საწინააღმდეგო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ,,კალიების წინააღმდეგ ბრძოლის” სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება, ტრადიციისამებრ წელსაც გრძელდება სერიოზული გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
უწყების ინფორმაციით, შეწამვლის სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტო, სპეციალიზებული ტექნიკით და შესაბამისი პრეპარატის გამოყენებით აწარმოებს.