ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 83 წლის კაცი გარდაიცვალა გარდაცვილი მკურნალობის კურსს საგარეჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.

გუშინ რეგიონის მასშტაბით ვირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი ინციფირებულების 6 კონტაქტი სპეციალისტებმა უკვე მოიძიეს. საერთო ჯამში, კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 14700-ს აჭარბებს.

ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 646- ია, აქედან 557 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 89 იმყოფება კოვიდ-კლინიკაში. რეგიონში ჯამში კი ვირუსი 13921-მა ადამიანმა დაამარცხა. 138 კი გარდაიცვალა.