ახალი ამბები

კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით კახეთში გასტრო-ტური გაიმართა

კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით, რეგიონში გასტრო-ტური გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასტრო-ტური პროექტის ფარგლებში გაიმართა, რაშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

მათივე ინფორმაციით, ტურის ფარგლებში შეფმზარეულები მასპინძლებს კერძების მომზადებაში დაეხმარნენ და გაეცნენ ადგილობრივ რეცეპტებს. ტურის მონაწილეები ხაშმს, კარდენახს, სიღნაღს, ტიბაანს და ველისციხეს ესტუმრნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის, მედეა ჯანიაშვილის თქმით, პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზაცია, შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

,,გასტრონიმიული ტურიზმი მსფოლიო მასშტაბით ყველაზე საინტერესო ტურისტულ პროდუქტად ყალიბდება. შესაბამისად, ამ პროექტის მიზანია არა მხოლოდ გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია, არამედ ზოგადად აგროტურისტული მიმართულების და მთლიანად კახეთის რეგიონის წარმოჩენა. უპირველს ყოვლისა გასტროტურიზმის განვითარება პირდაპირ გამოიწვევს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის უფრო სწორ პოზიციონირებას და მეტი ტურისტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში” – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.