ახალი ამბები

გაზის იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში მისი დემონსტრირება იკრძალება

გაზის (აირის) იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში მისი დემონსტრირება იკრძალება. ასევე დაუშვებელი ხდება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება.

ამ მიმართულებით “იარაღის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლითაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა გაზის იარაღის ტარების, ხმოვანი იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესების დარღვევისთვის. გარდა ამისა, იზრდება იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული ფინანსური სანქციები.

“იარაღის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენება დასაშვები ხდება მხოლოდ კონკრეტული მიზნით – თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში. ხმოვანი იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესი გულისხმობს, რომ დასაშვები იქნება ასეთი იარაღის გადატანა-გადაზიდვა მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც მისი დაუყოვნებლივი გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს.

როგორც კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენებით, რომელიც მხოლოდ ფუჭ, ცარიელ ვაზნებს ისვრის, შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა. დამნაშავე ასეთი იარაღითაც ახერხებს დაზარალებულის ნების დათრგუნვას და მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის უნარის პარალიზებას.

“აღსანიშნავია, რომ აღნიშნული იარაღების თავისუფალი, შეუზღუდავი დემონსტრირება ან საჯარო სივრცეში მისი გასროლა ასევე ნებისმიერ მოქალაქეს სუბიექტურად უჩენს შიშის განცდას, მოქალაქე მოკლებულია შესაძლებლობას, ერთმანეთისგან გაარჩიოს ხმოვანი და ცეცხლსასროლი იარაღი. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი პირი იმყოფება ექსტრემალურ ვითარებაში“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში, სადაც წარმოდგენილია ხმოვანი იარაღებით ჩადენილ დანაშაულთა ჩამონათვალი.

პროექტის ავტორთა ინფორმაციით, ასევე პრობლემას წარმოადგენს დასახლებულ პუნქტებშიგაზის, ხმოვანი და ასევე, სასიგნალო იარაღიდან გასროლა, რადგან ასეთი იარაღებიდან გასროლის ხმაცეცხლსასროლიარაღიდან გასროლას ჰგავს, რა შემთხვევაშიც საგამოძიებო ორგანოში შედის შეტყობინებაცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე გასულისამართალდამცავები კი ადგენენ, რომ გასროლა განხორციელდა არა ცეცხლსასროლი, არამედხმოვანი ან გაზის (აირის) იარაღიდან.

“იარაღის შესახებ“ კანონში და“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა: ირაკლი ბერაიამ, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრეტაბატაძემ მოამზადეს.