სოფელ ყარაჯალაში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვედეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ‘’კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა” (KRDF) საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ინფორმაციით, ყარაჯალის საგანმანათლებლო ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება უფასოდ შეისწავლოს ქართული ენა და ჭრა-კერვა.
ცენტრის გახსნას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს პროექტის მნიშვნელობა ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხებში.