სტიქიის გამო თელავი-ვაზიანი- გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა პარალიზებულია
თელავი-ვაზიანი- გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა პარალიზებულია.
მიზეზი უამინდობა გახდა, რის გამოც მაგისტრალზე ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები წააქცია. შემთხვევის ადგილზე მიემართება სახანძრო – სამაშველო ჯგუფი, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს განახორციელებს.
არსებული ინფორმაციით, სოფელში ქვემო ხოდაშენსა და რუისპირში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, თუმცა სამაშველო სამსახურის მიერ შენობებიდან წყლის ამოტუმბვა დროულად შეძლეს.