ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

უხვმა ნალექმა თელავში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ თელავში პრობლემები შექმნა.
უხვი ნალექის გამო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.

ადგილობრივების თქმით, წვიმას თან სეტყვა ახლდა თან. მათივე თქმით, სტიქია რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

კონკრეტულად რა ზარალი მიაყენა სტიქიამ თელავს ამ დროისთვის ცნობილი არ არის.