ლაგოდეხში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. შემთხვევა სოფელ კაბალთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, “ნივის” მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საწვავის სატვირთო მანქანას დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე ადგილზე პოლიცია მობილიზებული.