ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

კახეთის რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ვირუსს ემსხვერპლა 80 წლის ქალი სოფელ ჩუმლაყიდან და 79 წლის ქალი სოფელ გულგულიდან.

ორივე მათგანი მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

დღეს რეგიონში ვირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა მაჩვენებელი 14506- მდე გაიზარდა.

ახალი ინფიცირებულების 76 კონტაქტი მოძიებულია და გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

კახეთში ვირუსი სულ 13666 მოქალაქემ დაამარცხა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 136- ია.