საგარეჯოში სათევზაო მეურნეობის ერთ-ერთი მეწილე ცივი იარაღით დაჭრეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თევზების ტბების ერთ-ერთი მეწილე ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დავით აზარიაშვილს დაზიანებები მუცლის და სხეულის სხვადასხვა არეში ნაცნობმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია, რომ სავარაუდო ბრალდებულის სახლი პოლიციამ უკვე გაჩხრიკა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები ამოიღო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.