გურჯაანში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე გურჯაანში საზეიმო მსვლელობით აღინიშნა.
“ანიმატორებმა და ,,ანიმაციური ფილმების გმირებმა” ბავშვებთან ერთად, დრამ-შოუს თანხლებით, ქალაქის ქუჩები მოიარეს. შემხვედრ პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და ბუშტებით დაასაჩუქრეს”,-აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.