კახეთის გუბერნატორი – საქობოს და მაშნაარის მოსახლეობას საძოვრების პრობლემის მოგვარებაში დავეხმარებით
კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი სოფელ საქობოსა და მაშნაარის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითად თემას სოფლებში საძოვრების პრობლემა წარმოადგენდა. ირაკლი შიოშვილის განცხადებით, მათ უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს მოსაზრებები და სურვილები სოფლის ტერიტორიაზე არსებულ მიწებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი და შესაძლოა მათზე მიწა იჯარით გაიცეს.
,,შევხვდი ფერმერებს, მოვისმინეთ მათი საჭიროება საძოვართან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს სურვილი მიწის იჯარით აღების თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები აქტიურად მისდევენ მესაქონლეობას და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საძოვრის არსებობა. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ფერმერებს აღვუთქვი მხარდაჭერა”,- განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოშვილმა.