იგეგმება თუ არა კომენდანტის საათის გაუქმება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეს განაცხადებით, კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება.
“ამ ეტაპზე კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება. ეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივაა, მაგრამ ახალი შემთხვევების ის რაოდენობა, რაც დღეისთვის გაქვს, საქართველოსთვის ბევრია. სიტუაცია მეტად უნდა დამშვიდდეს, რომ კომენდანტის საათის კიდევ უფრო შემცირებაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში კომენდანტის საათი 23:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს.