ახალი ამბები

გურჯაანსა და თელავში ხე-ტყის უკანონო ჭრის 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 2 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის ჭალაში, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის სატყეო უბანში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 1 ძირი კაკლისა და 0.5მ³ რცხილას სახეობის ხე-ტყე.

,,მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”,
– აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.