დღეს საგამოძიებო კომისიამ, საარჩევნო უბნები უნდა შეარჩიოს
დღეს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნები უნდა შეარჩიოს.
პროცესში კომისიის 4 წევრის გარდა ჩართული იქნება საარჩევნო ადმინისტრაციიდან პროფესიული ნიშნით შერჩეული, პოლიტიკურად ნეიტრალური 12 პირი.
აღსანიშნავია, რომ 7 თვის წინ ჩატარებული არჩევნების ბიულეტენები პირდაპირ ეთერში გადაითვლება. ამასთან, უნდა გამოიკითხოს პროცესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი პირი.