ახალი ამბები

სიღნაღში კალიის გავრცელების საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საშიში მავნებლის – კალიის გავრცელების საწინააღმდეგოდ წამლობა მიმდინარეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, წამლობის ღონისძიებების დროული ჩატარება ხელს შეუწყობს მავნებლის გავრცელების არეალის შემცირებას, ეს კი თავისთავად გულისხმობს, ნათესი ფართობების განადგურებისგან დაცვას.

მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებიდან გამომდინარე მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.