ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კახეთში სახელმწიფო დროშები გამოფინეს- ფოტოები

საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში სიმბოლურად მოირთო ქალაქები, გადმოფენილია სახელმწიფო დროშები. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი შიოშვილის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე წელს კახეთში მასშტაბური ღონისძიებები არ გამართულა.

“26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 103 წლისთავს. საქართველო განუხრელად ადგას თავისუფლებისა და დემოკრატიის გზას. სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში სიმბოლურად მოირთო ქალაქები, გადმოფენილია სახელმწიფო დროშები, რაც შეეხება მასშტაბურ ღონისძიებებს წინა წლებისგან განსხვავებით, პანდემიიდან გამომდინარე არ აღინიშნება”-
განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა.