ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია-1 ივლისამდე, პურის ფასის ზრდა არ მოხდება
ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი სტაბილურდება.
ლევან სილაგავას განმარტებით, დღეს ფქვილის ფასი პურის მწარმოებლებისთვის ისეთ პრობლემას აღარ წარმოადგენს, როგორც ეს სუბსიდირების პროგრამის დაწყებისას იყო.
1 ივლისამდე, პურის ფასის ზრდა არ მოხდება, რადგან როგორც წისქვილკომბინატები, ისე პურის მწარმოებლები ტენდერით დადგენილი პირობებით მოქმედებენ.
“ის რასაც ჩვენ ველოდით გამართლდა, ფასებმა საერთაშორისო ბაზრებზე დაიწყო დაღმა სვლა. ცხადია, რომ მსოფლიო ბაზრის ფასებზე და ვალუტის კურსის ფაქტორზე იქნება დამოკიდებული საბოლოო ფასი ხორბალსა და შემდეგ უკვე ფქვილზე.
სუბსიდირების პროგრამის დასრულებამდე თვენახევარია დარჩენილი, ანუ აპრიორი ამ პერიოდში პურის ფასი არ გაიზრდება, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა აქვთ ტენდერით აღებული ერთი მხრივ, წისქვილკომბინატებს, რომლებმაც ფქვილი პურის მწარმოებლებს 53 ლარად უნდა მიაწოდონ და პურის მწარმოებლებს კი აქვთ პასუხისმგებლობა პური გაყიდონ იმავე ფასში”- აცხადებს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.
თუ მთავრობამ პურის ფასის შენარჩუნების მიზნით სუბსიდირების გაგრძელების გადაწყვეტილებას არ მიღეებს ამ შემთხვევაში შესაძლოა პურის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდოს.