პლატონ კალმახელიძე კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს. ვაკანტურ თანამდებობაზე, გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა, პლატონ კალმახელიძე დანიშნა.
აღნიშნულ ფაქტს პლატონ კალმახელიძე ადასტურებს.
,,ყოფილი პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი გუბერნატორად გადაიყვანეს და ეს პოსტი, მას შემდეგ ვაკანტური იყო”- განაცხადა კალმახელიძემ.
პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, კალმახელიძე, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს კი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.
პლატონ კალმახელიძე, 2014-2017 წლებში თელავის არჩეული მერის პოსტს იკავებდა. კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა, ვაკანტური 2021 წლის 9 თებერვლიდან, ირაკლი შიოშვილი რეგიონის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ გახდა.