კახეთში საავტომობილო სიჩქარის ექვსი ვიდეოკამერა ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი საავტომობილო გზების მონაკვეთებზე.
უწყების თქმითვე, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, თელავის, გურჯაანისა და ყვარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის 6 სექცია ამოქმედდა.
,,ახალი კამერები დამონტაჟდა შემდეგი მიმართულებებით: ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიდან (სოფელი სანავარდო) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ, ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე (სოფელი სანავარდო). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ, ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრამდე (სოფელი ველისციხე). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ, ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრიდან (სოფელი ველისციხე) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრიდან – თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიდან – თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ”,- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.