ახალი ამბები

თელავში 35 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

თელავის მუნიციპალიტეტში 35 წლის ქალმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ იყალთოში მოხდა.

გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა, ჩამომხრჩვალი ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბო დროს, სხვადასხვა სახის დამამშვიდებელ პრეპარატებს იღებდა.

სოფელში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა თვითმკვლელობის მიზეზი, სწორედ გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

ქალს ერთი, მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.