ახმეტაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკობიანოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ალაზნის არხში გადავარდა.
წყალში გადავარდნილი ავტომანქანიდან ერთმა მგზავრმა ვერ გამოაღწია და დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში იმყოფებოდნენ მძღოლი და 6 წლის მოზარდი, რომლებიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო – სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული.