გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 სამაცივრე მეურნეობა აშენდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაიზრდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 20 ახალი სამაცივრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა დიდი ნაწილი მიმდინარე წლის ატმის სეზონისთვის მუშაობას დაიწყებს.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობის მშენებლობა შეღავათიანი აგროკრედიტით და გრანტით ფინანსდება.