,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სიღნაღში 23 პროექტი განხორციელდება
“სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში 23 პროექტი განხორციელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართა. სოფლებში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით შეირჩა. აღნიშნული პროგრამით პროექტების განხორციელებისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.