კახეთის გუბერნატორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ირაკლი შიოშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.
,,სინოფარმის” ვაქცინით ავიცერი და ამით მოვიხადე მოქლაქეობრივი ვალი. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ გადავრჩეთ და ცხოვრების ისეთ რიტმს დავუბრუნდეთ , როგორშიც ადრე ვიყავით”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.