ტყეში შეშის მოჭრა იკრძალება
სოფლის მოსახლეობას საშეშე მასალის ყიდვა ე.წ. “საქმიან ეზოებში” მოუწევს. აღნიშნული კანონი ძალაში 2023 წლიდან შევა.
როგორც BM.GE-ის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია, 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან.
“ახალი „ტყითსარგებლობის წესის” მიღებამდე, ასეთი რესურსებით სარგებლობა კომერციული მიზნებისთვის აკრძალული იყო. ახალმა კანონმა და წესმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა ასეთი რესურსის კომერციალიზაცია;
0ასევე, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყით სარგებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის და მისი უნიკალური ველური ბუნების ეკოტურისტულ პოტენციალს. ამასთანავე ერთად შესაძლებელს გახდის, რომ სარეკრეაციო-ტურისტული საქმიანობები განხორციელდეს არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არამედ საქართველოს ტყის ყველა ნაწილში.
მთავრობის მიერ მიღებული ახალი „ტყითსარგებლობის წესი” პრაქტიკაში ამკვიდრებს ტყის კოდექსით დადგენილ პრინციპებს და ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ტყის რესურსებით მდგრადად ისარგებლონ მრავალფუნქციური მიმართულებით”, – განაცხადეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.