პრესის თავისუფლების დღეს ჟურნალისტები ეხმიანებიან
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები და მედია-მფლობელები ეხმაურებიან და საქართველოში მედია-თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ გარემოს აფასებენ.
1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ გამოაცხადა. ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია.
ვიდეო: ამერიკის ხმა