შეზღუდვის პერიოდში სასაფლაოზე გასვლა 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.
შსს-ს ინფორმაციით, 2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.