სტიქიისგან დაზარალებული სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სტიქიისგან დაზარალებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები საკუთარ ვენახებთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან დახმარება მოითხოვეს.
მათი ინფორმაციით, 30 აპრილის საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მათი ვენახები სრულად გაანადგურა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან არ გამოჩენილან.
რა რაოდენობის ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა გუშინდელი სტიქიის შემდეგ, ან რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის დასახმარებლად, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში, ამ საკითხებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.