ახალი ამბები

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის დრო იცვლება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი იცვლება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება დილის 08:00 სთ-დან საღამოს 22:00 სთ- მდე. 2 მაისს დილის 08:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე.
უწყების ინფორმაციითვე, 3-12 მაისის ჩათვლით კი მუნიციპალური ტრანსპორტი წყვეტს მუშაობას.