ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახები და ერთწლიანი კუტურები გაანადგურა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია სახნავ-სათესი ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთებიც. ამ წუთის მონაცემებით სტიქიამ დააზარალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლები პატარძეული, ხაშმი და უჯარმა, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლები კაჭრეთი, ჯიმითი და არაშენდა. სტიქიით მიყენებული ზიანის რაოდენობა ზუსტდება.
ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სტიქიის ზონაში იმყოფება და არსებულ სიტუაციას ადგილზე ეცნობა.