ახალი ამბები

სოფელ მუკუზანში დისტრიბუციის მანქანა ეკლესიის კედელს შეეჯახა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში, დისტრიბუციის მანქანა ეკლესიას შეეჯახა და ამობრუნდა.

შემთხვევის დროს მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.