სტიქიისგან დაზარალებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სტიქიისგან დაზარალებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა სოფლები: კაბალი, ბაისუბანი, მსხალგორი, დიდი გორი და თელა. მოსახლეობის განცხადებით, განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი კულტურები და კენკროვანი ხილის ბაღები.
ადგილობრივების თქმით, მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ სასოფლო სამეურნეო საქმიანობაა და წუხანდელმა სტიქიამ ისინი შემოსავალის გარეშე დატოვა. მათი თქმით, ადგილობრივების უმეტესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
ლაგოდეხის მერიაში კი აცხადებენ, რომ კომისია მუშაობს და ზარალის საბოლო შედეგების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სახით დაეხმარებიან მოსახლეობას.